Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ოთხი უმსხვილესი ბანკი ახალ ციფრულ ვალუტას ქმნის
GBC news
24 August 2016, 16:33

თბილისი (GBC) - როგორც ჩანს ციფრული ვალუტის ერა უკვე რეალურია.

შვეიცარიული UBS-ი, ესპანური Santander-ის, გერმანული Deutsche Bank-სა და ამერიკული Bank of New York Mellon Corporation-ის, ასევე ბრიტანული საბროკერო ICAP-ის მხარდაჭერით ახალი ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს, რომელიც blockchain-ის ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. 

Financial Times-ის ცნობით, ახალი ვალუტით ანგარიშსწორების დაწყება 2018 წლის დასაწყისიდან ივარაუდება.

მანამდე 1 წელს პროექტის მონაწილეები ცენტრალური ბანკებიდან და სხვა მარეგულირებლებისგან ყველა საჭირო ნებართვის მოსაპოვებლად და პროცესის მოსამზადებლად გამოიყენებენ.

"დღეს ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ანგარიშსწორება რთულია, დიდ დროსა და ხარჯს მოითხოვს, ამიტომ გვაქვს მსხვილი ბექ–ოფისები. საუბარია რაციონალიზმსა და პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე“, - განაცხადა Santander–ის წარმომადგენელმა ხულიო ფაურამ.

 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი